Thursday, April 23, 2009

საკუთარი ხე

ამბობენ, რომ ყველა ადამიანს თავისი ხე აქვს და ეს ხე გამოხატავს მის ხასიათს. ჩემთვის საყვარელი ხე, რატომღაც, თუთის ხეა, ალბათ იმიტომ, რომ ის ძლიერიცაა და ნაყოფსაც იძლევა. ეს თუთის ხე ჩემს ეზოში დგას და რატომღაც არ იზრდება. ალბათ, ეს ხე იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც შეუძლია განვითარება, მაგრამ რაღაცის ან ვიღაცის გამო ვერ ვითარდება. უნდა ვეცადოთ, რაც შეგვიძლია, განვვითარდეთ, რადგან ცხოვრებამ წინ შეიძლება ბევრი განსაცდელი დაგვახვედროს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ შევჩერდეთ და ცხოვრობა ჩვეულ რიტმში გავაგრძელოთ.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

დავიდ, ძალიან მომეწონა ეს პოსტი.
მე კი ვაშლის ხე მიყვარს და ყოველთვის ამ ხესთან მაქვს ასოციაცია; 1 - ალბათ იმიტომ, რომ ვაშლი ჩემი საყვარელი ხილია 2 - ლამაზად ყვავილობს გაზაფხულზე და მესამე, ყველაზე ძლიერი და გამძლე ხე მგონია :)

Unknown said...

თუთის ხე ჩემი ბავშვობის ხეა.

შენი შემართება მომწონს.

და ბლოგიც :)

Anonymous said...

ჰეჰეჰ მე მქონდა ერთი საყვარელი თუთის ხე ბავშვობაში
რაღაცნაირად გადაწოლილი იყო, საკაიფოდ ასაძვრომ-ჩამოსაჯდომი.

მერე ბაბუაჩემს (ბებიაჩემის ძმას) სტარჩესკი მარაზმი დაეწყო და რატომრაც ეზოში ყველა ხე გადაჭრა :დ მათ შორის ეს თუთაც

იმის მერე ეგ კაცი ისე არ მევასება, ვერაფრით ვერ მოვიბრუნე გული : )))))

Unknown said...

ვაიჰ :) რა კარგი რამ გამახსენე :) მეც მაქვს საყვარელი ხე, როგორ გასაკვირიც არ უნდა იყოს ნაძვია, ცემი ფანჯრის წინ რომ დგას და ყოველ დილას ავდგები თუ არა მას ვესალმები :)