Wednesday, March 18, 2009

და გადაეფარა დედამიწას თეთრი საბანი...

მოვიდა ზამთარი და თოვლმა დაფარა დედამიწა. თოვლს თან დაერთო შეუბრალებელი ყინვები, ქარები, ნამქერები. თითქოს ყველაფერი თეთრად დაიფარა. გაახვიეს დედამიწა თეთრ საბანში, თეთრი პლანეტისკენ მიჰყავთ. თავისი ხალხით, თავისი მთებით, თავისი დიდრონი ხეებით.... “დაიფარა დედამიწა თეთრი სამოსელით.” ეს სიტყვები ზოგისთვის სიხარულია, ზოგისთვის მწუხარება, ზოგისთვის ბედნიერება, ზოგისთვის უბედურება. საწყალი ხალხი გაყინული ხელებით, ფეხებით სახლებში ემალება ყინვას, მაგრამ, ესენი ვინ არიან? ნუთუ ბავშვებს არ ეშინიათ ყინვის,- არა, მათ ზამთარი ვერას დააკლებს. მხიარულად დახტიან თეთრ თოვლის საბანზე. დიდრონი ხეები მოხარა წელში ზამთარმა, მაგრამ ამ პატარა თითქოს სუსტ და დაუცველ ბავშვებს ვერას აკლებს და ყოველთვის ასე იქნება, სანამ ბავშვები იქნებიან ჩვენს პლანეტაზე.

3 comments:

Sophie שרה Golden said...

ძალიან საყვარელი მოთხრობაა, ჩემო საყვარელო დავიდ!!! გკოცნი და მიყვარხარ ძალიან!!

David said...

მეც მიყვარხარ, დიდი მადლობა შეფასებისთვის. ვეცდები კიდევ დავწერო საინტერესო რაღაცები.

Anonymous said...

დათო, ძალიან მომწონს შენი ნაწერები და სულ არ ეტყობა, რომ 12 წლის ბავშვის დაწერილია. ასე გააგრძელე!!!