Wednesday, August 19, 2009

Hello, Greece!

წინა პოსტში დავწერე, რომ საბერძნეთში წასვლას ვაპირებდი და იმის შემდეგ, სამჯერ მივედი საელჩოში, დღეს გამიშვეს. :) ძალიან მაგარი იქნება საბერძნეთი, ვნახავ აკროპოლისს, კუნძულებს და ა.შ ასევე თურქეთს, იქ, როგორც ვიცი, ბევრი რამ არის სანახავი :) აუცილებლად დავწერ ბევრ პოსტს, დავდებ ბევრ სურათს და რასაც ვნახავ, ყველაფერს მოგიყვებით.
დღეს საბერძნეთის საელჩოში შესვლას ველოდებოდით და დაახლოებით, ერთი(ორი) საათის შემდეგ უკვე ძალიან დავიღალეთ; მე მაქვს ასეთი ჩვევა, რომ რაც არ უნდა დაღლილი ვიყო მაინც ვლაპარაკობ, უფრო მეტსაც კი ვიდრე ისე :) Sunny ძალიან დაიღალა და "მეჩხუბებოდა", ამდენს ნუ ლაპარაკობო :) მაგრამ ჩემი გაჩერება ასე ადვილი არ არის :) მერე გავჩერდი (წუთშესვენება ავიღე) დაახლოებით ხუთი წუთით და ისევ გავაგრძელე ;))))

მოკლედ საბერძნეთში მივდივარ :) მომავალ დაპოსტვამდე! ;)))

2 comments:

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

გააჯაზე :D

lilu said...

ჩემო დააათ, ახლა გზაში ხარ და ბედნიერ მგზავრობას გისურვებ:) როგორც კი შეძლებ შენი შთაბეჩდილებები დაწერე. მიყარხარ! შენი დეიდიკო ლილუ